ირმა ნადირაშვილი კობახიძის შეთავაზებაზე - არანაირი ნდობა, რომ საარჩევნო ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული, არ არსებობს

ეს არის ირაკლი კობახიძის მორიგი გამოსვლა გამოსვლისთის. ეს არ ცვლის საერთო ვითარებას და ჩვენ ამ წინადადებას არ მივიღებთ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისაკენ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მუშაობისაკენ მოუწოდა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს ნდობა, რომ საარჩევნო ბიულეტენებში ყველაფერი უკვე წინასწარ არ არის გასწორებული, შესაბამისად, „ევროპული საქართველო" ამ შეთავაზებას არ მიიღებს.

„მსგავსი სისულელეები კობახიძისაგან არაერთხელ მოგვისმენია, მას არაფერი ახალი დღევანდელ ბრიფინგზე ცხადია არ უთქვამს. შემოთავაზება, რომ გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, ეს არის მორიგი სისულელე, რადგან, ეს ბიულეტენები ამდენი ხნის განმავლობაში იყო თამარ ჟვანიას ხელში, რომელმაც პირდაპირ „დაჯღაბნა ოქმები და ასე დასვა არჩევნების შედეგი.

შესაბამისად, არანაირი ნდობა, რომ ამ ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული, არ არსებობს. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები და პირველ რიგში მე შემიძლია „ევროპული საქართველოს" სახელით ვთქვა, რომ ამ შეთავაზებას, რა თქმა უნდა, არ მიიღებენ.

ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან გასაგები, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წინ უნდა უძღვოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამიტომ, შესაბამისად, ცხადია ეს არის ირაკლი კობახიძის მორიგი გამოსვლა გამოსვლისთვის. ეს არ ცვლის საერთო ვითარებას და ჩვენ ამ წინადადებას არ მივიღებთ",- განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია