ირმა ნადირაშვილი გვარამიას სასამართლო პროცესის ჩანიშვნაზე - პროცესებს ზეწოლისთვის იყენებენ, არ ესმით, რომ ადამიანების გატეხვა შეუძლებელია, ყველა ვერ იქნება ისეთი მონა, როგორიც დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძეა

სასამართლო პროცესებს ზეწოლისათვის იყენებენ, არ ესმით, რომ ადამიანების გატეხვა შეუძლებელია, ყველა ადამიანი ვერ იქნება ისეთი მონა, როგორიც დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძეა - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის ჩანიშვნას.

ნადირაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოება იმ ადამიანების მიმართ დევნის მომსწრეა, ვინც ბიძინა ივანიშვილსა და მის რეჟიმს ეწინააღმდეგება.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის მემკვიდრეები პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისა და ციხეში მყოფი ადამიანების გამოშვების ნაცვლად პოლიტპატიმრების რიცხვის გაზრდას ცდილობს.

„ჩვენ წლების განმავლობაში იმ ადამიანების დევნის მომსწრე ვართ, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებულად ფიქრობს და ვინც ივანიშვილის რეჟიმს პრობლემებს უქმნის. შესაბამისად, ეს არის კატათაგვობანას თამაში ჩვეულებრივად, როგორც კი რამე არ მოსწონს ხელისუფლებას, ისინი პირდაპირ ჩანიშნავენ ხოლმე სასამართლო პროცესებს და ამას იყენებენ ზეწოლისათვის. უბრალოდ არ ესმით, რომ ადამიანების გატეხვა არის შეუძლებელი, ყველა ადამიანი ვერ იქნება ისეთი მონა, როგორიც არის სიტყვაზე დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძე. ადამიანებს აქვთ თავისი შეხედულებები, ღირებულებები და რჩებიან ამ ღირებულებების ერთგული, იმის მიუხედავად, რამდენ სასამართლო პროცესს დაკიდებ მათ თავზე. ეს კომიკური ვითარებაცაა, ჩვენ ვიცით, რომ ერთი თვის წინ ერთბაშად რამდენიმე პროცესი ჩანიშნეს, შემდეგ თქვეს, რომ ეს არის პანდემია და პროცესები აღარ უნდა გაიმართოს, ეხლა აღარ არის პანდემია და დავამარცხეთ კოვიდი, თუ არ მესმის რა ახნას მოუძებნიან?! ძირითადად ხელისუფლება არ იმტვრევს ხოლმე თავს, რომ არგუმენტები დაასახელოს რაიმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ისინი ჩვეულებრივად ამბობენ ხოლმე, რომ თეთრი არის შავი.

ცხადია, მაშინ როდესაც საუბარია ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ეს სახელდება ერთ-ერთ პირობად, რათა ეს კრიზისი აღმოიფხვრას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში არჩევნების მოპარვის გამო, ამის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა ცდილობს პოლიტპატიმრების რიცხვის გაზრდას,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია