ირმა ნადირაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ, ჩრდილოკორეულ პარლამენტს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” წევრი, ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესს.

ნადირაშვილის თქმით, მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცახდება აქვთ დაწერილი, ისედაც არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს.

„ეს არის ფორმალური საკითხი, იმიტომ, რომ ისედაც ის დეპუტატები, ვისი უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტაც უნდა დადგეს, მაინც არ ესწრებიან სხდომებს და ხმამაღლა აქვთ გაცხადებული, რომ არ თვლიან თავს პარლამენტის წევრებად. ამიტომ, ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა, „ქართული ოცნება“ ისედაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ადამიანებს, ვისაც მანდატის დათმობა აქვს გადაწყვეტილი, ძალით არ უწყვეტს უფლებამოსილებას, აქვთ ორმაგი სტანდარტი, როდესაც ვნახეთ, რომ გახარიას შეუწყვიტეს მანდატი, „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრს, სადაც გარიგება და მოლაპარაკება იყო, შეუწყვიტეს მანდატი და ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ამ სესიის შემდეგ, როდესაც უკვე უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის წევრებს, ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი“, - განაცხადა ნადირაშვილმა, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:ირმა ნადირაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია