ირმა ნადირაშვილი რეგლამენტის ცვლილებაზე - ასეთი ფორმით ვაჭრობენ და თანამდებობას სთავაზობენ ოდიოზურ, კორუმპირებულ და სამარცხვინო ფრიდონ ინჯიას

„ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების" წევრის, ფრიდონ ინჯიასთვის არათუ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის შეთავაზება, „არამედ მისი საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრაც კი სრული სირცხვილია“.

ასე გამოეხმაურა, ნადირაშვილი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" მსგავსს თანამდებობას სთავაზობს: „ოდიოზურ, კორუმპირებულ, სამარცხვინო, შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკს - ფრიდონ ინჯიას“.

„ეს არის პირდაპირ რეგლამენტის მორგება ვაჭრობაზე, სხვა სახელი ამას უბრალოდ არ აქვს. როგორც ვიცით, ფრიდონ ინჯიასათვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი უნდათ. თავი რომ დავანებოთ, სრული სირცხვილია ამ ოდიოზური, კორუმპირებული, შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკის პარლამენტშიც მოხვედრაც და შემდეგ უკვე ასეთი ვაჭრობის ფონზე ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზება, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" ლიდერებს არ აქვთ თავმოყვარეობა და არც ბატონ ინჯიას არ აქვს. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ აქვს, ესაა ერთ-ერთი ბაზრობა, სადაც ასეთი ფორმით ვაჭრობენ და თანამდებობას სთავაზობენ ოდიოზურ, კორუმპირებულ და სამარცხვინო ფრიდონ ინჯიას“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ დეპუტატებს ის უფლებამოსილებები ეძლევათ, რაც ფრაქციას გააჩნია.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია