ირმა ნადირაშვილი - ირაკლი ფანგანის დაკავება ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში არის ორმაგი სტანდარტი, კანონი მორგებულია მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, ბათუმში დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტზე ირაკლი ფანგანის დაკავებას ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, ფორმა, რომლითაც პროტესტი იყო გამოხატული, არ არის მისაღები, თუმცა მისი დაკავება არის ორმაგი სტანდარტი და იმის მტკიცებულება, რომ კანონი „ქართულ ოცნებაზეა“ მორგებული.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აქტივისტის წინააღმდეგ. ფორმაზე, რომლითაც გამოხატული იყო პროტესტი, რა თქმა უნდა, ყველა თანხმდება, რომ ასეთი ფორმები არ არის მისაღები, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ადამიანზე, რომელიც არ არის ლოიალური ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა შემთხვევა, როდესაც ოპოზიციას პირდაპირ „ქართული ოცნების“ დავალებით, ხშირ შემთხვევაში, ქუჩაში უპირებდნენ დახოცვას, მაგალითად, კორცხელი ან თუნდაც გურჯაანის მაგალითი, სადაც მე ვმონაწილეობდი და წიწილებიან კვერცხებს გვესროდნენ, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ არსებობს, კანონი მორგებული მთლიანად ქართულ ოცნებაზე.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერანტივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის დევნის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია