ირმა ნადირაშვილი ელისაშვილ-თალაკვაძის შეხვედრაზე - „ქართული ოცნების“ ორი წევრის შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია

ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრია და ორი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ელისაშვილ-თალაკვაძის პარლამენტში შეხვედრას.

როგორც ნადირაშვილი აცხადებს, „ალეკო ელისაშვილი არ გახლავთ ოპოზიციის მოკავშირე, ის არ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, არ ახმაურებს არც ჩვენს მიზნებსა და არც ჩვენს გეგმებს, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები არ იქნება რელევანტური“.

„რაც შეეხება მის მისვლას პარლამენტში და შეხვედრას არჩილ თალაკვაძესთან, ჩემთვის ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრია, ამიტომ, კომენტარების გაკეთება, ალბათ, ზედმეტია, რადგან არჩილ თალაკვაძე და დიმიტრი ხუნდაძე ერთმანეთს რომ ნახულობენ, ჩვენ ამაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. „ქართული ოცნება“ შიგნით ვის შეხვდება, ეს ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, იქნებოდა საუკეთესო, რომ პარლამენტში ელისაშვილი არ შესულიყო, მაგრამ ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ვერაფერს ვერ ვიზამთ, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ელისაშვილი არის „ქართული ოცნების“ წევრი და რამდენჯერ ისინი ერთმანეთს გადაეყრებიან, ეს ჩვენი კომენტარის საგანი ვერ იქნება. რაც შეეხება ელისაშვილის ამ ქმედებას, გუშინ საზოგადოებამ პირდაპირ სილა გააწნა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ორ საათში შეაგროვა 5, 10 და 20 ლარით გირაოს ფული. ამით მათ პირდაპირ თქვეს, რომ ეს ორი ადამიანი არის სინდისის პატიმარი და ეს იყო ძალიან მაღალი შეგნების სამოქალაქო საზოგადოების ნაბიჯი. თავის მხრივ, ივერი მელაშვილმაც თქვა, რომ თუ ელისაშვილიც მის ხარჯზე აპირებს პარლამენტში შესვლას, ამის ნაცვლად ის მზად არის, რომ უკან დაბრუნდეს ციხეში, მეტი რაღა უნდა თქვას ამ ადამიანმა?! თუ ელისაშვილმა აქედანაც ვერ გააკეთა დასკვნა, ამ ფულის შეგროვების ამაღელვებელი ფაქტიდან და მელაშვილის ამ განცხადებიდან, მაშინ მე უბრალოდ ვთავაზობ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე შუბლის ძარღვის იმპლანტი მიუტანა თამარ ჟვანიას, მას მაინც არ გამოადგა არაფერში და მე ვთავაზობ, რომ ეს იმპლნატი ელისაშვილს წაუღონ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია ლევან იოსელიანთან ერთად მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია