ეკატერინე ტიკარაძე - ყველა მხარემ უნდა გამოხატოს გონივრულობა და მოემზადოს მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არცერთ მხარეს არ უნდა გააჩნდეს ილუზია, რომ კანონის დარღვევით შესაძლებელია, მიაღწიონ გარკვეულ დათმობებს

გახარიას წასვლასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მქონია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო განსხვავებული აზრის გამოხატვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლება ყველას აქვს.

"საერთოდ ვთვლი, რომ უფრო სწორია, როცა კანდიდატები თვითონ აცხადებენ თავიანთ მოსაზრებას და ვთვლი, რომ ბატონმა გახარიამ, ასევე ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა და ზალკალიანმაც გააკეთეს სრული კომენტარი თავიანთ გადაწყვეტილებებზე.

აქ დაპირისპირების კომპონენტი არ ყოფილა და არ შეიძლება აზრთა სხვაობა ჩაითვალოს დაპირისპირებად, ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი და ჩვენ ყველას დემოკრატიიდან გამომდინარე გვაქვს გამოვხატოთ ჩვენი აზრთა სხვაობა და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტიებები. გახარიას წასვლასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მქონია", - განაცხადა ტიკარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კანონის დარღვევით შესაძლებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან მიაღწიონ გარკვეულ დათმობებს.

"მნიშვნელოვანია, დავიცვათ კანონი და შესაბამისად ყველა მოქალაქის მიმართ თანაბრად იმოქმედოს კანონმა. როცა ჩვენ ყველანი ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, მაშინ რა თქმა უნდა, კომუნიკაციის და მოლაპარაკების პრობლემაც აღარ იქნება, რადგან გვეცოდინება, რომ კანონის აღსრულება არის უპირატესი. ყველა მხარემ უნდა გამოხატოს გონივრულობა და მოემზადოს შესაბამისი გონივრული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არცერთ მხარეს არ უნდა გააჩნდეს ილუზია, რომ კანონის დარღვევით შესაძლებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან მიაღწიონ გარკვეულ დათმობებს", - განაცხადა ტიკარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს