მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ. ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ცვლის.

თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია "ქართული ოცნების" ფორმატში უსმენენ

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს