ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

იხილეთ ვიდეო

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს