შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება არჩევნებში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. მათივე ცნობით, შსს სამართლადარღვევის ყველა ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

„დღეს, 13:00 საათზე, თბილისში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა იმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს, მოუწოდებს უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

ცნობისთვის, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

იხილეთ ვიდეო:შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს