ირაკლი აბუსერიძე რაგბის პრეზიდენტის არჩევნებზე - ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით

რაგბი მონობაში არ ყოფილა. ამ ადამიანებს ღირსება გააჩნია და ამ ღირსებას ულახავ, ამის უფლებას არ მივცემ, - ამის შესახებ ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რითაც დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გამართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც დღეს რაგბის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის სამარცხვინო და ამ უსამართლობას არ შეეგუება.

„მოლოდინის რა გითხრათ, გარემო, რაც არის, ეს არის სამარცხვინო. ყველაზე სამარცხვინო არის ის, რომ 16-17 წლის ბავშვები ჰყავთ მოყვანილი, რაც მიუღებელია. რაიმე რომ მოხდეს, რას ეუბნებით მათ მშობლებს. მე მყავს გულშემატკივრები, რომლებსაც წუხილი აქვთ, რომ რაგბის პრეზიდენტი ასე, ასეთი ბინძური ხელებით არ უნდა მოდიოდეს. როგორც არ უნდა მოვიდეს, ვერ გააგრძელებს, ამის პირობას ვაძლევ, რაგბი მონობაში არ ყოფილა. ამ ადამიანებს ღირსება გააჩნია და ამ ღირსებას ულახავ, ამის უფლებას არ მივცემ. ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით“, - განაცხადა აბუსერიძემ.

ცნობისთვის, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს