ირაკლი აბუსერიძე - ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება - ბოლომდე ვიბრძოლებ!

ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება, - ასე აფასებს ირაკლი აბუსერიძე „ექსპო ჯორჯიაში" განვითარებულ პროცესებს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს არის უსამართლობა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს.

„ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირისპირება და პროვოკაცია წამოვიდა მათი მხრიდან. ჩვენი მომხრეები იდგნენ შესასვლელთან და ამ მომენტში დაიწყო ეს დაპირისპირება. მოძალადეებს ჩვენ გვეძახიან და ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე ვიდრე და სამართალი არ გაიმარჯვებს. ამ უსამართლობას არ დავუთმობთ“ , - განაცხადა აბუსერიძემ.

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს