გია გაჩეჩილაძის განცხადებით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და “საქართველოს მარადისობის დღე“ დაფუძნდება

მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებით, 9 აპრილს ხალხის მდუმარე აქცია გაიმართება და დაფუძნდება “საქართველოს მარადისობის დღე“.

როგორც გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “360 გრადუსში“ განმარტა, აქცია პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე იქნება. ამასთან, მისივე თქმით, ამ დღეს ყველა იმ ადამიანს ვიხილავთ, ვისი ხილვაც ხალხს სურს.

გაჩეჩილაძემ აღნიშნა ისიც, რომ ხალხს ჰკითხავს, თუ ვისი ხილვა სურთ საქართველოს პარლამენტში.

გაჩეჩილაძის შეფასებით, ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს ცუდად აკეთებს, ხოლო “ოპოზიციაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი“. “უცნობმა“ დღეს განაცხადა ისიც, რომ მისთვის გაუგებარია, “რატომ უნდა გათავისუფლდეს დამნაშავე ვიღაცის თხოვნის გამო და რატომ უნდა ხდებოდეს რაღაცების დათმობა საზოგადოების ხარჯზე“.

“იქნება მდუმარე შეკრება. არ იქნება არანაირი მიკროფონი. არ იქნება სიტყვით გამომსვლელები. რვა წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ვხედავთ. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ჩვენ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ყველას უნდა დავანახოთ, რომ სხვა მოცემულობაა. ხალხს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს! ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ხოლო ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული ქვეყანა. თუკი ამას ვერ დავანახებთ, პირადად მე, აბსოლუტურად გავქრები ტელესივრციდან და ხმას არ ამოვიღებ. მანქურთიზაციას შეგვყრიან და აღარ ვართ აღარანაირი სახელმწიფოს ღირსი, მით უმეტეს სუვერენული სახელმწიფოს ღირსი“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი