ირაკლი აბუსერიძე - რაგბის კავშირში გამართულ არჩევნებზე ვამზადებთ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს და გავგზავნით რაგბის მსოფლიო ფედერაციაში

საქართველოს რაგბის კავშირში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვამზადებთ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს და რა თქმა უნდა, გავაგზავნით რაგბის მსოფლიო ფედერაციაში, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის მიერ 10 მარტს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არ დარეგისტრირება, თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან რეესტრის მიერ გამოვლენილი ხარვეზები მარტივად გამოსწორებადია.

„ჩვენ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპოტულ გამომცემლობას ვესაუბრეთ, მოგვთხოვა ყველა ვიდეორგოლი და ყველა სურათი, რა ვითარებაში ტარდებოდა არჩევნები, ასევე დაგვისვეს კითხვა, რა ადგილას გაიმართაო და მაგაზეც გავეცით პასუხი. თვითონ აიღეს ინიციატივა, რომ თავისი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი თანხმობით, პირველი ნაბიჯი გადაედგათ და თვითონ მიეწერათ რაგბის მსოფლიო ფედერაციასთან. ასევე, ჩვენ ვამზადებთ, ყველა სამართლებრივ დოკუმენტს და რა თქმა უნდა, გავაგზავნით რაგბის მსოფლიო ფედერაციაში“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

10 მარტს გამართულ ყრილობაზე კი რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა ამ არჩევნების შედეგებიც არ დაარეგისტრირა და მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს და გამგეობას 30 დღე აქვთ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს