საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა.რაგბის კავშირის ინფორმაციით, ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს გამართულ ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

იხილეთ ვიდეო:საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს