ირაკლი კობახიძე - ვანო მაჭავარიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში

ვანო მაჭავარიანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძე ეხმაურება ივანე მაჭავარიანის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვებას და მას მადლობას უხდის.

"ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის! ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში!”, - წერს კობახიძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს