ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

როგორც მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ უცხოეთშიც იმუშავოს.

„უფრო კერძო სექტორში და ბიზნესში წავალ. უფრო ამ მიმართულებით, პოლიტიკისკენ არ მგონია. საქართველოშიც ვფიქრობ და უცხოეთშიც ალბათ. ჯერ შევხედავ, დავისვენებ ცოტა ხანი“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში 31 მარტს გამოაქვეყნა. მაჭავარიანმა გადადგომის მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს