გია გაჩეჩილაძე - ხალხმა უნდა მოითხოვოს რეფერენდუმის კანონის დაბრუნება, რითაც საზოგადოებას შეეძლება, ვინც უნდა გამოიწვიოს პარლამენტიდან

საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან რეფერენდუმის კანონის დაბრუნება ქვეყანაში და რეფერენდუმის კანონი თუ დაბრუნდა, საზოგადოებას შეეძლება, ვინც უნდა გამოიწვიოს პარლამენტიდან, ანუ პასუხისმეგბლობას იგრძნობს ყველა ხელისუფალი,- ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი არიან ხალხის მიერ დაქირავებულები და არა მუდმივად დანიშნულები. როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა, ქვეყანაში „მარადმწვანე პოლიტიკოსები“ აღარ უნდა იყვნენ, ეს მარადმწვანე პოლიტიკოსების ამბავი უნდა დამთავრდეს საქართველოში და ყველა უნდა განეწყოს ცვლილებებისთვის.

„ხალხს აბსოლუტურად არაფერს არ ეკითხებიან 30 წლის განმავლობაში. აი, რომ შეეკითხა ზვიად გამსახურდია პირველად რეფერენდუმის საკითხს, იმის მერე ხალხისთვის არაფერი აღარ უკითხავთ. ეს მუხლი საერთოდ გააუქმეს, კონსტიტუციიდან ამოიღეს 52-ე მუხლი და ეს მუხლი უნდა დაბრუნდეს, რომ ხალხს რაღაც შევეკითხოთ, იმიტომ, რომ ხალხმა ყველაზე კარგად იცის 30 წლის განმავლობაში ვინ რა არის, როგორია, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა და სწორედ ამ ხალხმა უნდა გადაწყვტოს იმ ადამიანების ყოფნა ხელისუფლებაში, ვისაც ისინი გადაწყვიტავენ. ეს მარადმწვანე პოლიტიკოსების ამბავი უნდა დამთავრდეს საქართველოში და რაღაცნაირად ყველანი უნდა განვეწყოთ იმისკენ, რომ რაღაცას ვამთავრებთ და ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს ჩვენს ცხოვრებაში. საზოგადოება უნდა დაჯდეს ამ პოლიტიკოსების თავზე დ მან უნდა უკარნახოს, რა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა. ზუსტად ამ საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან რეფერენდუმის კანონის დაბრუნება ქვეყანაში და რეფერენდუმის კანონი თუ დაბრუნდა, საზოგადოებას შეეძლება, ვინც უნდა გამოიწვიოს პარლამენტიდან ანუ პასუხისმგებლობას იგრძნობს ყველა ხელისუფალი საზოგადოების მიმართ და იგრძნობენ, რომ ისინი არიან დაქირავებულები და არა მუდმივად დანიშნულები იქ, როგორც დღეს. ჩვენ რომ გვექნება იმის ბერკეტები, რომ იქიდან ვისაც გვინდა გამოვიწვევთ, ახალ ძალას შევუშვებთ, სწორედ რეფერენდუმშია ამის ძალა და ეს უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს