აკაკი ბობოხიძე - გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი და გოკა გაბაშვილი „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებენ, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი კი პროფესიულ ასპარეზზე ინაცვლებენ

„ევროპული საქართველო“ დღეს რამდენიმე ლიდერმა დატოვა. მათ შორის, პარტია დატოვეს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ და ასევე: გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა.

როგორც პარტიის ახლად არჩეული გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე განმარტავს, პარტიიდან წასული წევრების ნაწილი პოლიტიკურ ასპარეზზე რჩება, ნაწილი კი საქმიანობას პროფესიულ ასპარეზზე გააგრძელებს.

„გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, გოკა გაბაშვილი, არიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში აქტიურად აპირებენ დარჩენას, მაგრამ არ აპირებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად. რაც შეეხება ირმა ნადირაშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, ინაცვლებენ პროფესიულ ასპარეზზე, თუმცა, ისინი რჩებიან პარტიულ აქტივისტებად და ხმის მიმცემებად.

როგორც ჩანს, ვიღაცები გარკვეულ წარუმატებლობას მძიმედ ხვდებიან. ვინც ჩათვალა, რომ ამოწურა თავისი ბრძოლის რესურსი, თუნდაც ამ პარტიასთან ერთად, ყველას წარმატებას ვუსურვებ, რადგან გვაქვს საერთო საქმე - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლა. როგორ მოხდება მათი გადანაწილება და ვინ ვისთან დაჯგუფდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ეჭვი არ მეპარება გიგი უგულავას პოლიტიკურ შეხედულებებში და ვფიქრობ, არც მას ეპარება ამაში ეჭვი. მომავლის ლიდერებს გზა უნდა დავუთმოთ თუ მომავლის ლიდერებმა უნდა მოიპოვონ თავისი ადგილი, ამაში მისგან განსხვავებული ხედვა ნამდვილად მაქვს. არცერთ ჩვენთაგანს არც გიგის, არც დათოს, არც გივის არ მიუღია თავისი პოლიტიკური წონა და ადგილი იმიტომ, რომ მათ ოდესმე ვინმემ რამე დაუთმო. მათ თავისი მდგომარეობა პოლიტიკაში თვითონ მოიპოვეს. თუკი ვინმეს ვინმე პოლიტიკურად ქმნიდა, დღეს აღარ არსებობენ. ვითომ შექმნილი არც პოლიტიკური ლიდერებიდან გამოვა რამე და არც პოლიტიკური პარტიებიდან. შედეგებზე გავლენა ექნება მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომელიც კონკურენციაში მოიპოვებენ თავის ადგილს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია