BTU და მისი საერთაშორისო პარტნიორები ყაზახეთის მთავრობასთან თანამშრომლობით მასშტაბურ პროექტებს აანონსებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი ყაზახეთის მთავრობის წევრებსა და ასტანას საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება BTU-სა და ყაზახეთის უმსხვილესი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობის შესახებ. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ პროგრამებსა და პროექტებს ყაზახეთში და რეგიონში, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა მიმართულებით, BTU-ს მსხვილი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ტექნოლოგიური კომპანიები, უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და ინსტიტუციები და BTU-ს სხვა პარტნიორები, ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევით, საექსპერტო და საკონსულტაციო, სასერტიფიკატო და სატრენინგო და სხვა საქმიანობებს.

ინსტიტუციური თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ გამართულ შეხვედრას, ყაზახეთის ვიცე პრემიერი, განათლების მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორები ინიცირებას გაუკეთებენ რეგიონალურ და გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციების ტრანსფერს, მეცნიერების კომერციალიზაციას, ინვესტიციების მოზიდვას და სხვა.

ასტანას საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018 წელს დაფუძნდა, როგორც ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო სამეცნიერო კომპლექსის ,,ასტანას’’ წევრი ერთეული. მის შემადგენლობაში 7 კვლევითი ინსტიტუტი, 5 სამეცნიერო ცენტრი და ლაბორატორიებია. უნივერსიტეტის პროექტებს შორის გამორჩეულია ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მოზიდვის პროგრამა ,,მეცნიერება, ბიზნესი, წარმოება’’ და სხვა.

თანამშრომლობის არეალისა და პოტენციალის განხილვა, ერთი წლის წინ, ყაზახეთში BTU-ს მიერ განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში წარიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ყაზახური მხარე გეგმავს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერას, გლობალური საერთაშორისო პროექტების შემუშავებას და სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია