თამარ კეკენაძე - „ტვ ფორმულა” ივანიშვილის ახალი სამიზნეა

„ტვ ფორმულა” ივანიშვილის ახალი სამიზნეა - მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და ერთად დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ცვლილება, - ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

თამარ კეკენაძის თქმით, ქართული საზოგადოება ბოლომდე იდგება სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

„როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ახალი სამიზნე აქვს, კიდევ ერთი კრიტიკული მედიის, ტელეკომპანია „ფორმულას“ გაჩუმება. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მსგავსი კამპანიის აგორება, კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა, რა ტიპის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს „ქართული ოცნება“ მედიის, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად.

სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ყველა ჟურნალისტს. ჩვენ ყველანი, ქართული საზოგადოება ბოლომდე ვიდგებებით სიტყვის თავისუფლების დასაცავად. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს 2 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და ერთად დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ცვლილება“,- აღნიშნავს კეკენაძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება