თამარ კეკენაძე - ბედნიერი ვარ, რომ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა" შევძელით ადამიანებისთვის იმედი გაგვეჩინა

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ მიმართა.

კეკენაძე ამომრჩეველს თითოეული ხმის დაცვას დაჰპირდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი.

ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ასევე გააცნო პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არის დაგეგმილი.

"ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად შევაჯამო ეს ერთი თვე, რომელიც იყო ძალიან რთული, მაგრამ მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო კამპანიისა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა" შევძელით ადამიანებისთვის გაგვეჩინა იმედი, ამ ორპოლუსიან დაპირისპირებულ გარემოში, სადაც არსებობს განსხვავებული არჩევანი, პოლიტიკური ძალა, რომლის შექმნის იდეა ქვეყანაში შუღლის, დაპირისპირების დასრულება და საქართველოს აღმშენებლობის დაწყებაა. ჩვენ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" 2 ოქტომბრის შემდეგ თქვენთან ერთად ვაპირებთ განვახორციელოთ ის ექვსი პრიორიტეტი, რომელიც შევქმენით თბილისის განვითარებისთვის:

1) თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი უნდა გახდეს თბილისის სახე

2) თბილისი - „ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი"

3) თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი

4) თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი

5) თბილისი - გლობალური საჰაერო სატრანსპორტო ჰაბი

6) ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი ჩვენი ფართო პროგრამისა. მიუხედავად იმისა თუ რა შედეგი დადგება, ვიქნებით ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, ჩვენ გავაკეთებთ საქმეს, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ამ ქვეყნისთვის. მთელი ჩვენი გუნდი ვიქნებით გარანტი იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლომდე ვიდგებით ხმების დასაცავად და არც ერთი ხმა, რომელსაც თქვენ ანდობთ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს" არ იქნება დაკარგული. მოდით არჩევნებზე, 2 ოქტომბერს იწყება ცვლილება, ამ ქვეყნის განვითარებისთვის.

ეს არის დღე თქვენი, თქვენი შვილების და მშობლების მომავლისთვის", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება