„სტრატეგია აღმაშენებელი“ და სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ორგანიზებით, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართეს. მათივე ცნობით, ექიმები აცხადებენ, რომ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა.

ამასთან, სერგო ჩიხლაძე მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

“სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები შევიკრიბეთ ამჯერად პარლამენტში. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ გვინდა მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, გავაჟღეროთ მოთხოვნები, რომელზეც მთელი სამედიცინო სფერო თანხმდება. პირველი - დაუყონებლივ იქნეს მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი მაღალ პოლიპროფილურ კლინიკაში, მეორე - გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და მათ ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს, შეწყვიტონ სამარცხვინო ქმედებები და მესამე, ვუცხადებ აბსოლუტურ მხარდაჭერას მოშიმშილეებს: დეპუტატებს, ელენე ხოშტარიას, ასევე რამდენიმე ჩვენს კოლეგას, პაატა ბურჭულაძეს, რეგიონებში მოშიმშილე ადამიანებს”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს