ანზორ მელია - 4 შვილის დედამ ელენე ხოშტარიამ სიცოცხლე გადადო, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე შიმშილობს, ეს არის ქართველი კაცის გენი! „ოცნებავ“, გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან - მოდით საქართველო ვაშენოთ!

მოგესალმებათ ზუგდიდის მერობის ბებერი კანდიდატი “, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ანზორ მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, ხელისუფლებამ „ყველა ზღვარს გადააბიჯა“. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხელისუფლებაში „კალოშებით“ მოვიდა და სასახლეები ააშენეს ქართველი ხალხის ხარჯზე!“

„მოგესალმებით ქართველო ხალხო. მოგესალმებათ ზუგდიდის მერობის ბებერი კანდიდატი. მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, ძალიან მიყვარხართ! დღეს მინდა მივმართო მთავრობას და განსაკუთრებით მდინარაძეს, რომელიც წერდა: „ძალიან მაინტერესებს 41-ე დღეს რა დღეში იქნება მიხეილ სააკაშვილი, არავის ემახსოვრება მიხეილ სააკაშვილი“. ნახე, რა ზღვა ხალხია, ნახე ეს როგორ გაათმაგდება და გაასმაგდება. ქართველი ხალხი სამშობლოს არავის დაუთმობს! მთავრობა, პარლამენტარებო, არ გიყვართ თქვენ სამშობლო, საქართველო. თქვენ გინდათ მილიონები, მილიარდები. „კალოშებით“ მოხვედით და სასახლეები ააშენეთ ქართველი ხალხის ხარჯზე!

არ გეგონათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა, არ გეგონათ რომ თქვენი მომხრეები, მათ შორის, მე დავდგებოდი ამ ხალხის გვერდით და ვიბრძოლებდი ფრონტის წინა ხაზზე. ყველა ზღვარს გადააბიჯეთ, არ გვინდა რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა!“- აღნიშნავს ანზორ მელია.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი დააპირისპირა.

„ თქვენ ხალხი დააპირისპირეთ, გაჩეხეთ, დააშორეთ. შური, სისაძაგლე, ზიზღი ჩანერგეთ ქართველებში. ქართველს ვეღარ ვცნობ. თქვენი დამსახურებაა! ვერ გაძეხით იმდენი ფული იშოვეთ. მინდა, ელენე ხოშტარიას მადლობა ვუთხრა თქვენი სახელით. 4 შვილის დედამ სიცოცხლე გადადო, რაღაც არაჩვეულებრივი ჩაიდინა. გმირი შვილის გამზრდელმა დედამ რა დაწერა დღეს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მოშიმშილეს, რომელიც პარლამენტში შიმშილობს. განსაკუთრებული მადლობა საამაყო მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც უზრუნველყოფილი ცხოვრება დატოვა, ჩამოვიდა და შიმშილობს. ეს არის ქართველი კაცის გენი! ამ გენს „ოცნებავ“ ვერ დაამარცხებ.

გთხოვთ, შეურიგდით ხალხს. გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან. იცით, ოპოზიცია რა მშვენიერი ხალხით არის დაკომპლექტებული. ეძახით კრიმინალებს, მაგრამ თქვენ თავში ჩაიხედეთ და შემდეგ ამათ შეხედეთ. მოდით საქართველო ვაშენოთ!“- აღნიშნავს ანზორ მელია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს