პაატა ბურჭულაძე მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდება

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მე-4 დღეა შიმშილობს, მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდება.

„ვიდრე არ დავინახავ ჩემი თვალებით, რომ ის შეიყვანეს გორის ჰოსპიტალში, მანამდე არა. იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი, ძალიან ბევრი ტყუილი და „გადაგდება“ გვახსოვს „ოცნებიდან“.

თუ გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, რა თქმა უნდა, ეს მისი ნება იქნება, სააკაშვილის, ესე იგი მას უნდა იქ გადაყვანა. ახლა არის ის მომენტი, რომ ჯერ უნდა დათანხმდეს, თუ ის დათანხმდა და იქ შევიდა, მე უნდა დავინახო ჩემი თვალებით, რომ იქ შევიდა და მე შევწყვეტ შიმშილობას, მანამდე არავითარ შემთხვევაში“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს