დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ბახტაძე ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში - არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის

არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის - მთავრობის მეთაური იყო - აღარ არის, მეც ვიყავი პარლამენტარი და აღარ ვარ პარლამენტარი, ჩვენ გვაქვს რესურსი, ამ რესურსს ვიყენებთ და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ძალიან საინტერესო პროცესს და შევქმნათ ფინანსური ინსტიტუტის ბაზა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, Foreign Policy-ის და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - ბრუნდება თუ არა ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში საქმიანობს და მას არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

"ჩვენი ფონდის, ორგანიზაციის ამოცანაა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოთ ამ ოფისის რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში დაფუძნება, რომელიც უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება საქართველოსა და რეგიონალურ პროექტებზე და უზრუნველყოფს, რომ დიდი რეგიონალური პროექტების მეშვეობით მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების გაჩენა და საბოლოო ჯამში სიღარიბის დაძლევა. პოლიტიკური გეგმები ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის, მამუკა ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში და მისი უშუალო საქმიანობა არის ამერიკაში.

მთავრობის მეთაური იყო - აღარ არის, მეც ვიყავი პარლამენტარი და აღარ ვარ პარლამენტარი, ჩვენ გვაქვს რესურსი, ამ რესურსს ვიყენებთ და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ამ ძალიან საინტერესო პროცესს და შევქმნათ ფინანსური ინსტიტუტის ბაზა საქართველოში იმისთვის, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ამერიკული ინვესტიციების მეშვეობით საქართველოდან დაიწყოს და რეგიონში ძალიან ფართოდ იყოს მოცული.

არანაირი გეგმები პოლიტიკაში დაბრუნების არ არის, ეს საქმიანობა მაგას, არცერთ შემთხვევაში არ უკავშირდება. მე მესმის, რომ ყოველთვის ყოფილი პოლიტიკოსის გამოჩენა გარკვეულ კითხვებს აჩენს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკასთან კავშირში. არანაირი პოლიტიკური გეგმები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომ შეიქმნას ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის წარმომადგენლობა საქართველოში", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია