კარლ ჰარცელი უკრაინაში საომარ მოქმედებებზე - ეს ტრაგედიაა უკრაინისთვის, ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის

ეს ტრაგედიაა უკრაინისთვის, ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე უკრაინის და მისი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატა.

„ეს იყო შესაძლებლობა, მოგვესმინა უკრაინის ელჩისთვის და ასევე, გამოგვეხატა ღრმა სოლიდარობა მისი, მისი ქვეყნისა და ხალხისადმი. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, რომ ასევე გამომეხატა მწუხარება ყველა იმ ოჯახისა და მეგობრებისთვის, ვინც ამ ტრაგედიაში დაიღუპნენ ან დაიჭრნენ. ეს ტრაგედიაა უკრაინისთვის, ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს