ემანუელ მაკრონი - სანქციებს აქვს გავლენა და არის საგრძნობი - უნდა გავაგრძელოთ

ნატო-ს სამიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო იზოლირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას მხარი დაუჭიროს.

ამასთან, როგორც BBC-ი იუწყება, მაკრონი დიდი ხანია, მხარს უჭერს ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და მან განაცხადა, რომ ევროპამ უნდა ,,აიღოს თავისი პასუხისმგებლობა".

მაკრონმა აღნიშნა, რომ დასავლური ძალები მზად არიან, რუსეთის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციები გააძლიერონ.

,,ამ სანქციებს აქვს გავლენა და არის საგრძნობი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს, მათთვის დამაბრკოლებელი ეფექტის შექმნისთვის", - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონი სასურსათო კრიზისის შესახებაც საუბრობს.

მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვების ექსპორტიორები არიან, მაგრამ ომის გამო წარმოება შეწყდა. მაკრონის თქმით, ქვეყნები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრ. აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით დამოკიდებულია უკრაინულ და რუსულ ექსპორტზე. მაკრონმა აღნიშნა, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, 1 წლიდან 18 თვემდე ვადაში, რადგან უკრაინელი ფერმერები ახალ მოსავალს ვერ თესავენ. მაკრონი დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მომავალი კრიზისის წინააღმდეგ მობილიზდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს