ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას იარაღი გადასცეს - შიში თანამზრახველს გხდის

უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას საჭირო იარაღი გადასცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთ ქვეყნებს თუ შეუძლიათ უკრაინელების გადარჩენა, მათ ეს უნდა გააკეთონ.

,,უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას საჭირო იარაღი გადასცეს. შიში ყოველთვის თანამზრახველად გხდის. თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, თუ მას ეშინია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, განსაკუთრებით ვერტმფრენების, ტანკების, საჭირო არტილერიის, ჭურვების ჩვენთვის მოწოდებისას, ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობას აყენებს, რუსეთის მიერ შექმნილ კატასტროფაზე, რადგან თუ შეგიძლია გადარჩენა, უნდა გადაარჩინო", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს