ევროპარლამენტარები მიესალმებიან ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომელიც არსებობს, ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად, რაც დაგვაახლოებს ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტარების შეთავაზება ოპოზიციასთან არის ის, რომ ოპოზიციამ გამოიყენოს ყველა პლატფორმა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ქვეყანას დააახლოებს ევროკავშირთან.
"დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან მკვეთრი შეფასებები იყო ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველასთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ევროპარლამენტარები მიესალმებიან ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომელიც არსებობს, ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად, რაც დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.