იაგო ხვიჩია - უნდა დავფიქრდეთ, იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო

უნდა დავფიქრდეთ, იქნებ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ არ არის საჭირო - ამ იდეას არსებობის უფლება აქვს, - ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხვიჩიას ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციების დროს “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივა დააყენა, რასაც თავადაც მხარი დაუჭირა.

“მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება სწორი ინიციატივა იყოს. თუ ამ მიმართულებით არ მივდივართ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, პროცესში ხომ არ ჩაერთოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა, ამას ავთანდილ ენუქიძემ მხარი დაუჭირა, რაც შეხვედრაზე ყველაზე საინტერესო იყო. სახალხო დამცველის ინსტიტუტი გვაქვს, მაგრამ დემოკრატია არ დუღს - სულ გვქონდა და არასდროს დუღდა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მომავალი სახალხო დამცველის არჩევის წესსა და პროცედურულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება