ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მართვისას საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია - წარმატებული ქვეყნების ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც

კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. 2020 წლის პირველი ნახევარი წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა, პოლარიზაციამ დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესები, აქ არაფერია დასამალი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ მართა პანდემია ხელისუფლებამ, როგორი იყო მთავრობის პოლიტიკა, რამდენად იზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ ჯანდაცვის გუნდის რეკომენდაციებს, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ „პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა“.

„რთულია ასეთი შეჯამება ერთ ინტერვიუსა და მოკლე დროში. მე რამდენიმე გზავნილს ვიტყვი მხოლოდ: პირველი - აუცილებელია ქვეყანამ გაანალიზოს პანდემიის ეს სამი წელი, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა. ეს უნდა იყოს აკადემიური, საქმიანი შიდა ანალიზი, თუნდაც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ წინა კვირას გამოაქვეყნდა ლანცეტის კომისიის მიერ შედგენილი 60-გვერდიანი ანალიზი. კომისიას ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჯეფრი საქსი. ამ ანალიზმა ბევრი დისკუსია გამოიწვია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე იყო ხელის გაშვერა რიგ საკითხებში, რომ დააგვიანეს, ქვეყნები არ იყვნენ პანდემიისადმი მზად, არ იყო კარგი დამყოლობა, საჭირო იყო აქტიური მუშაობა და ასე შემდეგ. ასეთი უნდა გააკეთოს ყველამ. ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მსგავსი აფეთქებები 21-ე საუკუნეში სამწუხაროდ მოსალოდნელია.

მეორე გზავნილია ის, რომ ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა. კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. 2020 წლის პირველი ნახევარი წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა, პოლარიზაციამ დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესები, აქ არაფერია დასამალი.

პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. როდესაც მეკითხებიან - შეიძლება, პანდემია უკეთესად ყოფილიყო მართული? - ჩემი პასუხია, დიახ, შეიძლებოდა. შეიძლებოდა, უკეთესად მართულიყო პანდემია, თუ მეტი სოლიდარობა იქნებოდა, არ მოხდებოდა ამ თემის პოლიტიზება. ჩვენ მოვუწოდებდი საზოგადოებას, რომ პოლიტიკა გადავდოთ გვერდზე და ამ საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანები. ქართველებს გვჩვევია, რომ ერთ ტაიმს ვთამაშობთ კარგად და ორ ტაიმს ვეღარ ვთამაშობთ. 2020 წლის ზაფხულში დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და მოვიგეთ, კოვიდი დავამარცხეთ. ჩვენ სამიზნე 60 პროცენტი რომ აგვეცრა 2021 წლის ბოლოსთვის, დარწმუნებული ვარ, 1500-2000 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავდით. ხშირად ვამბობდი, რომ 500 ადამიანის აცრა 1 გადარჩენილი სიცოცხლეა.“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა