“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანპროექტის წინააღმდეგ ხმა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერმა წევრმა მისცა. კენჭისყრაზე პირველი მოსმენით წარდგენილი პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ხატია დეკანოიძემ, სანდრო რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, არმაზ ახვლედიანმა. კენჭისყრისას წინააღმდეგ მისცეს ხმა ასევე ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და ფრიდონ ინჯიამ.

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი 80-ხმით, 9 -ის წინააღმდეგი, პირველი მოსმენით, მიიღო.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება