ნიკა მელია - ვინ გითხრათ, რომ IRI-ს კვლევას არ ვენდობი, რატომ არ უნდა ვენდობოდე? - განვლილმა წლებმა დაადასტურა, რომ მიტაცებული ხელისუფლების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები  მზარდია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, განვლილმა წლებმა დაადასტურა, რომ მიტაცებული ხელისუფლების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგი მზარდია.

მან ჟურნალისტებთან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურ მოძრაობას“ 14% ჰქონდა, არჩევნების პროცენტული მაჩვენებელი კი სხვა იყო.

„მოგეხსენებათ, ეს არ არის წინასაარჩევნო კვლევები. შარშან, თუნდაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რამდენადაც მახსოვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 14% ჰქონდა მაჩვენებელი და ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რეალურად, რა პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა. ვიმეორებ, ეს არ არის წინასაარჩევნო კვლევა. ამიტომ, ვფიქრობ, განვლილმა წლებმა დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგი, მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო მიტაცებული აქვს ასეთ ძალიან მდიდარ ადამიანს და დემოკრატიული ინსტიტუციონალური მექანიზმი აღარ დატოვა ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებისთვის, მიუხედავად ყველაფრისა, შედეგი არის მზარდი“, - განაცხადა მელიამ.

მან კვლევების შედეგების მიმართ ნდობა გამოთქვა.

„ვინ გითხრათ რომ არ ვენდობი? რატომ არ უნდა ვენდობოდე, განსხვავებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.

კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%
  • საქართველოსთვის - გიორგი გახარია- 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე- 2%
  • დროა - ელენე ხოშტარია- 2%
  • ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%
  • ხალხისთვის - ანა დოლიძე- 2%
  • გირჩი - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%
  • ლელო - 1%
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი- 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%
  • სხვები - 2%
  • გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%
  • ხმას არ მივცემდი - 6%
  • არვიცი - 16%
  • უარი პასუხზე - 7%.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია