აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს მართავს

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2022“ უწყების მენეჯმენტი წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორისაა Bloomberg, Euronews, BBC, Conde Nast Traveler, Wanderlust, Lonely Planet და სხვა გავლენიანი გამოცემები.

„წელს, პირველად გარდა საქართველოს სტენდისა, ლონდონის ტურისტული გამოფენის ათასობით მონაწილესა და ვიზიტორს საშუალება აქვთ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გამოფენის 2022 წლის წიგნში გაეცნონ, სადაც აჭარის შესახებ ვრცელი სტატია და ინტერვიუა გამოქვეყნებული. WTM Yearbook 2022 არის გამოცემა, რომელშიც ტურიზმის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან მკითხველს უზიარებენ სიახლეებს, ახალ გადაწყვეტილებებსა და ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გასაკვირი არაა, რომ "შავი ზღვის მარგალიტი" ბათუმი, როგორც უძველესი ისტორიის, გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის, გასაოცარი არქიტექტურის, უნიკალური გასტრონომიისა და შავი ზღვის ულამაზესი პლაჟების გასაოცარი სინთეზის ქალაქი, 2022 წლის მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემოანიაზე ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“, - წერია ლონდონის ტურისტული გამოფენის 2022 წლის წიგნში, რომელიც ტურიზმისა და ბიზნესის მთავარ მოთამაშეებს მიეწოდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა 43-ე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმართმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს.

„გამოფენას საშუალოდ 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და მასზე 5000-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს