კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და აცხადებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანს „მორფინის“ იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ბიჭს “მორფინის“ იმაზე მეტი დოზა გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო, ხოლო კლინიკის უფროსმა მედდამ ავადმყოფის ისტორიას სხვა მედდების ნაცვლად ხელი თავად მოაწერა, რითაც დოკუმენტი გაყალბდა“.

ადვოკატის ინფორმაციით, უფროსი მედდა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ევალებოდა, თუმცა მაინც მოაწერა, „რადგანაც დაურეკეს და ამგვარად ხელმოწერის დავალება მიიღო”.

ხატიაშვილის თქმით, ვინ დაურეკა მედდას ამ მოთხოვნით, ეს ოჯახისთვის უცნობია. როგორც მან აღნიშნა, მედდის ჩვენება პროკურატურას დაახლოებით ერთი წელია აქვს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „მედდას ხელს აფარებენ“.

„ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ფეხბურთელის ავადმყოფობის ისტორია გადაწერეს და გააყალბეს, რადგანაც ვიზუალურად ჩანდა, რომ ისტორიაზე ერთი ადამიანის ხელმოწერა იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც კლინიკის უფროსი მედდა დაიკითხა, აღიარა, რომ მორიგე ექთნების ნაცვლად ისტორიას ხელი თავად მოაწერა. როცა ადამიანი ამბობს, რომ სხვის ნაცვლად მოაწერა ხელი, ეს ნიშნავს, რომ გაყალბებას აქვს ადგილი, პროკურორი კი ასეთ ადამიანს პასუხისგებაში არ ამყოფებს, რაც კითხვებს აჩენს. ამიტომ, ვაპირებთ მივიდეთ ირაკლი შოთაძის უწყებასთან მოთხოვნით- ნუ აფარებენ ხელს პროკურორები დამნაშავე ადამიანებს. ეს ადამიანი დღეს ისევ კლინიკაში მუშაობს და სავარაუდოდ, იმავეს აკეთებს, რაც გააკეთა ვახო ჩარკვიანთან მიმართებით. ვითხოვთ იმას, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა, საბრალდებო სკამზე დაჯდეს.

დოკუმენტის გაყალბების მიზანი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ამ გაყალბებული დოკუმენტითაც კი იკვეთება, რომ კლინიკაში ვახტანგ ჩარკვიანს იმაზე მეტი მორფინი გაუკეთეს, ვიდრე საჭირო იყო. ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ესენი ამ ახალგაზრდას უკეთებდნენ. ამიტომ ვითხოვთ უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას. გამოძიებისას დადგინდება, თუ ვინ, რატომ დაავალა ხელმოწერა სხვის ნაცვლად. ის ჩვენებაში ამბობს, რომ მე არ მევალებოდა ხელმოწერა და მაინც მოვაწერეო, დამირეკეს და მითხრეს, ხელი მოაწერეო.“- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ