შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას განხილვის მთავარი თემები იყო საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით.

„შეხვედრაზე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა.

ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ფუნქციასაც და იმ პროექტებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით აზიის ევროპასთან დაკავშირებას უზრუნველყოფს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ლევან იოსელიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება