ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს კუთვნილი ჯილდო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გადასცეს.

„სასიხარულოა, რომ ამდენი წარმატებული ახალგაზრდა გვყავს ქუთაისში. 247 კურსდამთავრებულს გადავეცით ოქროსა და ვერცხლის მედლები. ეს საპატიო ჯილდო მათი შრომის და მაღალი აკადემიური განათლების სათანადო დაფასებაა. დღეს ყველა მათგანი ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. მჯერა, ეს ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებასა და წარმატებულ მომავალში საკუთარ წვლილს შეიტანენ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს