პაატა ბურჭულაძე - ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სხვა მტერმა: გახლიჩა და ერთმანეთს გადაგვამტერა ქართველი ერი - დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, საქართველო ითხოვს ყველას გვერდში დგომას

ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს - დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. დღეს საქართველო ითხოვს ყველას გვერდში დგომას, - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა საქართველოში და როცა ქვეყანას სჭირდება, ყველამ უნდა გავიჭირვოთ და გამოვიდეთ გარეთ. დღეს წყდება საქართველოს ბედი. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა, დღეს მაგაზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს. მან გახლიჩა ქართველი ერი, ერთმანეთს გადაგვამტერა. დღეს ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. მე არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე შეიძლებოდა ერთად ყოფილიყო და ესენი სხედან პარლამენტში და მეტიც, აღიარებენ, რომ მოღალატეები არიან. სულ წავიდნენ ხელიდან. დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. დღეს საქართველო ითხოვს ყველას გვერდში დგომას, ჩვენ უნდა ვედგეთ ერთმანეთს გვერდში ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მოქალაქეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს