რუსთაველის გამზირს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები ტოვებენ - ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ტერიტორიას ტოვებენ სამართალდამცველები, სპეცრაზმი და გაჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ აქციის მონაწილეებიც.

ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩდნენ, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 8 მარტს, 15:00 საათიდან შეიკრიბებიან და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება