ოთარ შამუგია, ვაშინგტონში, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ერინ ელიზაბეტ მაკკიისს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ერინ ელიზაბეტ მაკკიისს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. USAID-თან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით არსებობს, როგორებიც არის: წყლის რესურსების მართვა, დაცული ტერიტორიების განვითარება, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით გაწეული მხარდაჭერა, თხილის სექტორის ხელშეწყობა და სხვა არაერთი პროექტი, რაც გასულ წლებში განხორციელდა და ამ ეტაპზეც გრძელდება.

„მოხარული ვარ, რომ აშშ-ში ჩემი წინა ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები, რაც უკავშირდებოდა ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში ხელშეწყობას, USAID-ის პროექტებში უკვე აისახა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პროექტის განმახორციელებელ გუნდთან და ხელშესახებ პროგრესს ველოდებით. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოში USAID-ის ადგილობრივ გუნდთან, რომელსაც ბატონი ჯონ პენელი ხელმძღვანელობს და, ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო წარმატების მაგალითი გვექნება როგორც დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ასევე პროდუქციის ექსპორტის ზრდის კუთხით, განსაკუთრებით, აშშ-ის და სხვა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც ერინ ელიზაბეტ მაკკიისმა აღნიშნა, აშშ-ის საქართველოსთან 30 წლიანი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებით ნაყოფიერია.

„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერასა და პარტნიორობას თქვენთან, რადგან ძლიერი თქვენ, ნიშნავს ძლიერ ჩვენს. ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ეკონომიკურ ძლიერებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას”, - განაცხადა ერინ ელიზაბეტ მაკკიისმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამებზე, ფერმერების მხარდაჭერაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებისა და მართვის მიმართულებებით; ასევე, ეკოტურიზმში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე.

„აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახალი მასშტაბური პროგრამის - „ძლიერი სოფლის პროგრამა“ (2022-2027) ფარგლებში, 23.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებულ შტატების სოფლის მეურნეობის მდივნის ოფიციალური მოწვევით იმყოფება.

ერინ ელიზაბეტ მაკკიისთან გამართულ შეხვედრას, მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა