ოთარ შამუგია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ აშშ-ის შინაგან დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის, 30 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკის მხრიდან, მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

„2014 წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებების, ასევე, მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო პოლიტიკისა და პროცედურების გაუმჯობესებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები ამ მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა და მიღწეული პოზიტიური შედეგები, იქნება სტიმული მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მსგავსი მასშტაბური პროექტები გაგრძელდეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ახალი საინვესტიციო პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ (GRAIL), რომელიც მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. პროექტის ჯამური ღირებულება 150 მლნ ევროა.

როგორც მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ანტონელა ბასანიმ დადებითად შეაფასა მინისტრის უშუალო ჩართულობა მსოფლიო ბანკის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

შეხვედრას, მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა