კობა კობალაძე  ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მიღებას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

„ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობას.

საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვაშინგტონში მოღვაწე ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ და „თეატრალურის კვარტეტმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა