რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ამერიკელ კოლეგას შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში თავის კოლეგას, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების საგანგებო დავალებათა ელჩს, რაშად ჰუსეინს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების მიმართულებით ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ დისკრიმინაციას და რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს.

„ამერიკული მხარის ინტერესი გამოიწვია რელიგიის სფეროს სამართლებრივმა რეფორმებმა საქართველოში.

დიალოგის ერთ-ერთი თემა იყო ამერიკის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველოს შესახებ ასახული ინფორმაცია და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება. აგრეთვე, ორ ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის, სტატუსის, სახელმწიფოსთან ურთიერთობის, ინტერ-რელიგიური დიალოგის, საკულტო ნაგებობების მშენებლობის, რელიგიური გაერთიანებების ფინანსური დახმარებისა და სხვა საკითხების გარშემო საერთო და განმასხვავებელი სამართლებრივი რეგულაციების განხილვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სააგენტოსა და ამერიკის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისს შორის თანამშრომლობის ისტორიას, რომელიც სათავეს სააგენტოს შექმნიდან, 2014 წლიდან, იღებს და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. სააგენტოს თავმჯდომარემ რაშად ჰუსეინი საქართველოში დაპატიჟა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან - საგანგებო დავალებათა ელჩის მოადგილე, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენელი, კარსონ რელიც როკერი, საგარეო საქმეთა ოფიცერი, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენელი, რობინ შულმანი, საქართველოს დესკ-ოფიცერი, სიუზანა ვუდი; აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან - გენერალური პროკურორის თანაშემწის მოადგილე, ჯონათან სმითი, უფროსი მრჩეველი, გენერალური პროკურორის თანაშემწის ოფისის წარმომადგენელი, რობერტ ვაინერი, სტაჟიორი, ჰელენ ჰანგი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი, კონსული, სოფია ბალანჩივაძე და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა