რევაზ სოხაძემ ოპოზიცია შინდისთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერია შინდისში მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესში კორუფციულ გარიგებაშია.

როგორც სოხაძემ განმარტა, ოპოზიციის განცხადება, რომ შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავ მოქალაქეს მშენებლობის ნებართვაზე უარი ეთქვა, ტყუილია.

„ტყუილია, როდესაც ამბობთ, რომ შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავ მოქალაქეს მშენებლობაზე უარი ეთქვა. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ უამრავი განაშენიანების რეგულირების გეგმა(გრგ) შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს საშუალება, რომ განვითარდეს. უამრავ გრგ-ს ვამტკიცებთ საკრებულოს სხდომაზე და თქვენც ამ პროცესში მონაწილეობთ. რა თქმა უნდა, არის ტერიტორიები, რომლებზეც ზონალური შეზღუდვაა და ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა. არც ერთი არგუმენტი იმის გარდა, რომ ეს ვანო ჩხარტიშვილის გრგ არის და ამიტომ არ უნდა დამტკიცდეს, არ წარმოგიდგენიათ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სოხაძის თქმით, ის პასუხისმგებელია ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს.

„მე პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვიღებთ. მათ შორის, არც იმის მომრიდებია, რომ მცდარ გადაწყვეტილებაზე მეთქვა, რომ მცდარი იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება შინდისთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც გრგ-ს დავალებაში მიღებული იქნება. საუბარი იმაზე, რომ ეს არის კორუფციული გარიგებაა, მიუღებელი და უსუსურია,“- დასძინა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, მათ შორის იზრდება.

”ჩვენი კოლეგა არ წყვეტს თავის რიტორიკას, ამიტომ მეც მომიწევს ამის თქმა. თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ კახა კალაძემ საჩუქარი გაუკეთო ვანო ჩხარტიშვილს, ზუსტად ანალოგიური ლოგიკით ჩვენ რამდენიმე სხდომის წინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ კახა კალაძემ საჩუქარი მამუკა ხაზარაძეს გაუკეთა, მაგრამ ასე ეს გადაწყვეტილება არ შეგვიფასებია, რადგან ჩვენთვის პიროვნებებს, თუ ვინ დგას ამა თუ იმ პროექტის უკან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მთელი ბავშვობა ვუყურებდი ჩემი სახლიდან ლისის მთას, რომელიც განაშენიანებული არ იყო. დღეს იგივე ხედზე არის უამრავი საცხოვრებელი სახლი აშენებული, როგორც მრავალსართულიანი კორპუსები, ასევე კერძო სახლებიც და არის მთლიანად განაშენიანებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ეს კომპანია იქ დეველოპერულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ვთვლი, რომ არის კარგი პროექტი, ანუ მამუკა ხაზარაძის მიერ დაწყებული პროექტი ე.წ. ლისი ვერანდა არის კარგი პროექტი და ვფიქრობ, რომ ურბანული თვალსაზრისით ამ ტერიტორიის განაშენიანება კარგად ხდება,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ