პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ხელმძღვანელობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა.

საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში რაიან ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა