პარლამენტის კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

საკანონმდებლო ინიციატივა მმართველ უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთა განმარტებით, პროექტი დაეფუძნა სამ პრინციპს - გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება.

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება.

კანონის პროექტის მიღების შედეგად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები გაიწერება.

ინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც პროექტის ავტორთა განმარტებით, ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.

ინიციატორთა ინფორმაციით, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო პაკეტი "ქართული ოცნების" დეპუტატების: - ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ელისო ბოლქვაძის, ბექა ოდიშარიასა და ქეთევან დუმბაძის მიერ არის ინიცირებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება