გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე - AI კონცეფციის სტრატეგია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების შექმნა, პოზიტიურად შეაფასა გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ. ის ონლაინ ჩაერთო სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების წარდგენას, რომელიც გაიმართა 3-დღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“.

„ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაში აკადემიური სექტორის ჩართულობა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, BTU-ს როლი და დამსახურება დოკუმენტის შემუშავების პროცესში. სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების მიერ შეიქმნა აღნიშნული დოკუმენტი. გამორჩეული და უნიკალურია BTU-ს სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი“. ის ერთ-ერთი პირველი სადოქტორო პროგრამაა მთელს მსოფლიოში, რომელიც კვალიფიკაციას ანიჭებს არა აიტი მეცნიერებაში, არამედ საჯარო მმართველობის სფეროში და გათვლილია „პოლისმეიკერებისთვის“. პროგრამა დაეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაში. მასში ჩართულები არიან იურისტები, პოლიტოლოგები და სხვა სპეციალობის დოქტორანტები. რაც შეეხება დოკუმენტს, მისი პრინციპები ეყრდნობა ევროკავშირის უახლოეს რეგულაციებს და მაღალტექნოლოგიური ქვეყნების (სინგაპური, სამხრეთ კორეა და სხვა) გამოცდილებას. ის გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის მიერ მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა ირაკლი ბერიძემ.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპებზე მუშაობის პროცესში ირაკლი ბერიძე აქტიურად იყო ჩართული და ის მუდმივად კონსულტაციას უწევდა დოკუმენტის შემქმნელებს. მისი ბევრი რეკომენდაციის გაანალიზებისა და გათვალისწინების შემდეგ დოკუმენტი კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს.

ირაკლი ბერიძე ჩართული გახლდათ სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის“ შექმნისა და განხორციელების პროცესშიც, რომელიც მისი და მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამა უკვე მეორე წელია ხორციელდება და მას უკვე ჰყავს დოქტორანტების პირველი ნაკადი. სტრატეგიული დოკუმენტი სწორედ მათი ჩართულობითა და მონაწილეობით შეიქმნა.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია