„აწარმოე საქართველოში“ - ნიუ-იორკში, Summer Fancy Food Show 2023-ზე, 16-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია პირველად გამოფინა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერითა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ნიუ-იორკში, საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2023, პირველად საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართულმა კომპანიებმა გამოფენის დამთვალიერებლებს ოცამდე დასახელების ავთენტური ქართული პროდუქტი გააცნეს, როგორიცაა: თაფლი, თხილი, ჩირეული, საწებლები, წვენები, სუნელები და სხვა.

Summer Fancy Food Show 2023-ზე საქართველოს პავილიონით, გამოფენის ასობით სტუმარი დაინტერესდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 200-მდე B2B შეხვედრა გამართეს.

„ამერიკის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო“, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა გამოფენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა