სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

„საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ ჟენევაში შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან იერბოლ ოსპანოვთან.

„საქპატენტის“ ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„მხარეები უახლოეს მომავალში ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტსა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის განხილვისა და შემდგომი მისი ხელმოწერის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორივე ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით იმუშავებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყაზახეთში ინდივიდუალური რეგისტრაციის გზით დასაცავად წარდგენილი აქვს 22 გეოგრაფიული აღნიშვნა (ადგილწარმოშობის დასახელება), მათ შორის მინერალური წყლები, ღვინო და ჭაჭა. ამ შეთანხმებით კი, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკა ნაცვალგების წესით აღიარებს და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვას.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მომზადების და კონფერენციებისა/სემინარების მოწყობის საკითხები, რომლის მიზანიც ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება იქნება. სოსო გიორგაძისა და იერბოლ ოსპანოვის შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება